ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება დაასახელა.

ვაშინგტონში ბაზირებულმა ფონდმა დღეს განაცხადა, რომ 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.4 პროცენტით, 2017 წელს კი 3.6 პროცენტით გაიზრდება. წინასწარ გაკეთებული პროგნოზებისგან ეს მაჩვენებელი ორი მეათედი ნიშნულითაა შემცირებული.

ფონდის გათვლებით ჩინეთის ეკონიმიკა წელს 6.3 პროცენტით, მომავალ წელს კი 6 პროცენტით გაიზრდება.

XS
SM
MD
LG