ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში რუსული საწვავის იმპორტის აკრძალვის მხარდაჭერა იზრდება


1 გალონი (3.7 ლიტრი) ბენზინის ფასი ვაშინგტონში, აშშ. 7 მარტი, 2022წ.
1 გალონი (3.7 ლიტრი) ბენზინის ფასი ვაშინგტონში, აშშ. 7 მარტი, 2022წ.

შეერთებული შტატების კანონმდებლებში იზრდება რუსული საწვავის ამერიკაში იმპორტის შეწყვეტის მხარდამჭერთა რიცხვი. მათ სენატში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომელიც რუსული საწვავის იმპორტს დროებით შეწყვეტს და ამით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში საომარი კამპანიის დასაფინანსებლად, მოგების წყაროს გადაუკეტავს.

"როგორ უნდა შეგვეძლოს რუსული საწვავის და გაზის იმპორტი და ამ ტრანზაქციით ვლადიმირ პუტინისთვის მოგების წყაროს მიცემა, რათა მან ომის, ამ მანქანის საფასური გადაიხადოს" - თქვა ორშაბათს სენატში დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა. 11 სხვა სენატორთან ერთად, ის ავტორია ორპარტიული კანონპროექტის, რომელიც არამარტო რუსეთიდან საწვავის იმპორტის აკრძალვის, არამედ ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.

დამტკიცების შემთხვევაში, სენატორი დურბინი ამბობს, რომ საფასურის გადახდა მთელ მსოფლიოს მოუწევს, მათ შორის - ამერიკასაც. რიგითი ამერიკელებისთვის გაძვირდება ბენზინი და სახლის გათბობის ხარჯები. "ამ რეალობისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუმცა, ეს არის დღეს თავისუფლების და დემოკრატიის დაცვის ფასი. უკრაინელები საკუთარი სიცოცხლით იხდიან, ჩვენ კი ბენზინგასამართ სადგურზე მეტის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს" - თქვა დემოკრატმა სენატორმა.

საწვავზე ფასები ამერიკაში უკვე გაზრდილია და დღითი-დღე მატულობს. საშუალო ფასი 1 გალონ (3.7 ლიტრ) ბენზინზე $4-ს აღემატება, აცხადებს ორგანიზაცია AAA - ამერიკული საავტომობილო ასოციაცია.

რესპუბლიკელების დიდი ნაწილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, განაახლოს "ქისთოუნ - XL" გაზსადენის მშენებლობა, რომელიც შეერთებულ შტატებს დამატებით საწვავს მიაწოდებს. კანადა-ამერიკის მილსადენის სისტემა გარემოს დაცვის მოსაზრებებითაა შეჩერებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG