ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, ამერიკასა და ინდოეთს შორის პოზიციების შერწყმა ხდება. მოდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში დღეს ხვდება. გაზეთ „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოდი ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად უყურებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის და ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივას.

კვირას მოდი ამერიკელ ბიზნესმენებს და ასევე ინდოეთის დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ტექნოლოგიური გიგანტების ისეთი აღმასრულებლები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან „Google“-ის სუნდარ პიჩაი, “Microsoft”-ის სატია ნადელა და “Adobe Systems”-ის შანტანუ ნარაიენი. თითოეულ მათგანს ინდური წარმომავლობა აქვს.

მოდი ასევე „Amazon“-ის ხელმძღვანელს ჯეფ ბეზოს და „Apple“-ის ტიმ კუკს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG