ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნა


ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნა

აგვისტოში ქარიშხალი „აირინის“ შედეგად გადადებული მარტინ ლუთერ კინგის მემორიალის გახსნა, საბოლოოდ გუშინ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ქვეყნის პირველი ლედი სამოქალაქო უფლებების ღირსეული დამცველის 120 მილიონიანი მონუმენტის გახსნას პირადად დაესწრნენ.

„მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თქვენთან ვიმყოფები და თავისუფლების მოსაპოვებლად იმ დიად ბრძოლაში ვღებულობ მონაწილეობას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს.“

სამოქალაქო უფლებების დამცველი ლიდერის - მარტინ ლუთერ კინგის 1963 წელს წარმოთქმულმა ცნობილმა სიტყვამ - „მე მაქვს ოცნება,“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მის სიტყვაში გაჟღერებულმა ტოლერანტულმა ფრაზებმა რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ, რიგით მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური ელიტაც საგრძნობლად დააფიქრა.

„მე კვლავ ვოცნებობ.“

დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, ათასობით ამერიკელი ვაშინგტონის ცენტრალურ პარკში კვლავ შეიკრიბა. ისინი სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირის მემორიალური მონუმენტის გახსნის ცერემონიალში ღებულობდნენ მონაწილეობას.

ჯოის ჰეივარდი ბერმუდიდან ვაშინგტონში სპეციალურად ჩამოფრინდა:

„მე მსურდა ამ დიდი ადამინისადმი მიძღვნილი ზეიმის მონაწილე ვყოფილიყავი, რომელმაც, თავისუფლება მაჩუქა.“

ჯენინ ჰილმა კი ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედევად მაინც მოაღწია ცენტრალურ პარკამდე:

„ეს განსაკუთრებული დღეა აფრო-ამერიკელებისათვის. ჩვენ ასეთი რამ კვლავ გვჭირდება, განსაკუთრებით მოახლოებულ საარჩევნო წელში. ეს მნიშვნელოვანი ძალისხმევაა და მე ძალიან ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიის თანამონაწილე ვარ.“

დაფასებული სამოქალაქო უფლებების დამცველი ლიდერის შესახებ საპატიო სტუმარმა ჯესი ჯეკსონმა რეპორტიორებთან მისალმების შემდეგ განაცხადა რომ კინგის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს:

„ჩვენ ვალდებულები ვართ არა მხოლოდ ამ ნათელი წარუსლით ვიცხოვროთ, არამედ გავაგრძელოთ ბრძოლა ცვლილებებისათვის და ეკონომიკური სამართლიანობისისა და პატიოსნების ირგვლივ დასმულ მორალურ შეკითხვებს პასუხი გავცეთ.“

სტივ უანდერმა გუნდთან ერთად საკუთარი სიმღერა შეასრულა, რომელსაც შემდეგ მარტინ ლუთერ კინგის ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვა მოჰყვა:

„მე იმ პატარ ბავშვის თანაცხოვრების მოწმე ვარ, რომელიც შემდეგ კაცობრიობის დიდ გმირად იქცა, რომელმაც იმედი, შთაგონების ძალა და თავისუფლება დაგვიბრუნა.“

ცნობილმა დიზაინერმა ტომი ჰილფიგერმა, ცერემონიალის გახსნაზე მოსულ სააზოგადოებას საკუთარი დიზანით შექემნილი თეთრი ფერის ბეისბოლის ქუდები დაურიგა.

მაგრამ იმ დღის გამორჩეული ორატორი ქვეყნის პრეზიდენტი - ბარაკ ობამა იყო, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დროს, მხოლოდ 6 წლის იყო:

„ამ იმედმა და დოქტორ კინგის მორალურმა ვალდებულებამ, ბარიკადების დანგრევა განაპირობა. ახლა კარები ყოველგვარი ახალი შესაძლებლობისათვის ფართოდაა ღია. დიახ კანონებთან ერთად გული და გონებაც შეიცვალა.“

მარტინ ლუთერ კინგის 10 მეტრიანი სიმაღლის მონუმენტი მსოფლიოს მის ბრძოლის დანიშნულებას ახსენებს.

XS
SM
MD
LG