ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატკო მლადიჩს, 90-იანი წლების ბალკანეთის ომის დროს, ბოსნიელი სერბების ყოფილ გენერალს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მსჯავრი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის და ომის დანაშაულის 10 ბრალდებით გამოუტანა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. „ბოსნიის ყასაბი“ განაჩენის გამოცხადებამდე, დარბაზიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მლადიჩმა მოსამართლეს დაუყვირა: „ეს ტყუილია. ყველაფერი, რაც ამ დარბაზში თქვი ტყუილია“.

1992-1995 წლებში, ბოსნიის ომის დროს, რატკო მლადიჩი ბოსნიელი სერბების ძალებს მეთაურობდა. ის ხელმძღვანელობდა სარაევოს ალყას, სადაც სნაიპერებმა და მძიმე არტილერიის ცეცხლმა ქალაქი მომარაგებას მოწყვიტა და ათასობით ადამიანი მოკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG