ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საერთაშორისო მისია დაიწყო


A convoy of inspectors from the Organization for the Prohibition of Chemical Weapons prepares cross into Syria at the Lebanese border crossing point of Masnaa, Oct. 1, 2013.
A convoy of inspectors from the Organization for the Prohibition of Chemical Weapons prepares cross into Syria at the Lebanese border crossing point of Masnaa, Oct. 1, 2013.

მისია 1000 ტონა ქიმური იარაღის აღმოჩენას, დემონტაჟს და განადგურებას ითვალისწინებს

საერთაშორისო ინსპექტორები სირიაში ჩავიდნენ, რათა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ქიმიური იარაღის აღწერა და განადგურება დაიწყონ.

დღეს ოცი ავტომობილისგან შემდგარმა ავტოკოლონამ სირიის საზღვარი ლიბანიდან გადაჭრა და დამასკოსკენ აიღო გეზი. სირიის დედაქალაქიდან იწყება კომპლექსური მისია, რომელიც 1000 ტონა ქიმური იარაღის აღმოჩენას, დემონტაჟს და განადგურებას ითვალისწინებს.

ქიმიური იარაღის განადგურების საერთაშორისო მისია, რომელიც 2014 წლის შუაში უნდა დასრულდეს, მსოფლიო ისტორიაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური და საშიშია. ქიმიური იარაღის აკრძალვის ექსპერტებმა ძალზე მოკლე ვადაში პირველად უნდა განახორციელონ მისია იმ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი დღემდე გრძელდება.

სირიის ქიმიური იარაღის არსენალში სავარაუდოდ შედის ზარინის და მდოგვის გაზი და სხვა აკრძალული მომწამლავი გაზები, რომლებიც ქვეყნის 45 ბაზაზე ინახება.
XS
SM
MD
LG