ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში დაღუპული მაღაროელი იპოვნეს


სამაშველო სამუშაოები ზღვის დონიდან 4600 მეტრის სიმაღლეზე ძლიერი ყინვის პირობებში მიმდინარეობს

ჩინეთში მაშველებმა კიდევ ერთი მაღაროელის გვამი აღმოაჩინეს. ამჟამად მხოლოდ ოთხი დაღუპულია ნაპოვნი, დანარჩენი 79 კაცი მეწყერმა დამარხა.
ტრაგედია ტიბეტის დედაქალაქ ლხასადან 70 კილომეტრით დაშორებულ ოქროს მაღაროში დატრიალდა. მაშველები ამაოდ ცდილობენ უზარმაზარი მეწყერის გამო დაღუპული ადამიანების პოვნას.

სამაშველო სამუშაოები ზღვის დონიდან 4600 მეტრის სიმაღლეზე ძლიერი ყინვის პირობებში მიმდინარეობს. მდგომარეობას ართულებს პატარ-პატარა მეწყერების ჩამოსვლა, რაც ტრაგედიის მახლობლად დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG