ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური აქციების ფონზე, სააკაშვილის პატიმრობა გრძელდება


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. თბილისში, 4 იანვარს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. თბილისში, 4 იანვარს

ახალი წლის შემდგომ, საქართველოს რამდენიმე ქალაქში პირველი საპროტესტო აქცია 4 დეკემბერს შედგა. მისი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის, კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, გასათავისუფლებელია, სულ მცირე - სამკურნალოდ უცხოეთში გადასაყვანი.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მსოფლიოს 30 ქვეყანაში ერთსა და იმავე დღეს გაიმართა. მისი ინიციატორი მარკ ფეიგინი გახლდათ, რუსი იურისტი, ბლოგერი და უფლებადამცველი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ „მხოლოდ მილიონობით ადამიანის ჩართულობით შეგვეძლება გავლენის მოხდენა“. ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველთან ოლექსი არესტოვიჩთან ტრადიციული ინტერვიუს დროს გაჟღერდა, 27 დეკემბერს. ფეიგინის წინადადებას თბილისშიც გამოეხმაურნენ და აქცია რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა „ფრთის“ მიერ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. თბილისში, 4 იანვარს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. თბილისში, 4 იანვარს

რა შედეგით დასრულდა გლობალური აქცია, ამის შესახებ შთაბეჭდილებები "ამერიკის ხმამ" ჩაწერა.

დიპლომატი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არაა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის. ის კავშირშია იმ ადგილთან, რომელიც საქართველომ გლობალურად უნდა დაიკაოს, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. მისი აზრით, საქართველოს შიგნით, პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ მობილიზაციას იმ ხარისხით, რომ ამან ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეძლოს, ამიტომაც სააკაშვილის განთავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგს არ დებს.

„რაც ვიხილეთ ჩვენ ამ საპროტესტო აქციის სახით, ესაა ოლიგარქის ახდენილი ოცნება, როდესაც მას არ ჰყავს რეალური მეტოქე. როდესაც ჯუჯებად, პატარა ბავშვებად განიხილავს ყველას, ვინც ბედავს მის წინაშე ხმის ამოღებას. ეს პატარ-პატარა ძალები უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ შიდა ბრძოლაზე, მეტ ძალიხსხმევას ახმარენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე მთავარი საერთო მიზნის მიღწევას, ასე არ გამოვა არაფერი,“- გვეუბნება გიორგი ბადრიძე.

გიორგი ბადრიძე, დიპლომატი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია მხოლოდ არაორაზროვანი გზავნილით დასავლეთიდან.

„ეს აქციები ჩატარდა ფეიგინის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს სააკაშვილის პატიმრობაზე საქართველოში, ამ პატიმრობის კონტექსტზე, იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც თავიდან აღიქმებოდა როგორც პროდასავლურად, მერე საეჭვოდ, მერე, როგორც მორცხვად პრორუსულად, დღეს უკვე ღიად პრორუსულადაა აღქმული. ამ პატიმრობას ის იყენებს ცალსახად პოლიტიკური მიზნებით. ამ აქციებს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა,“- გვეუბნება ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი.

„სახელმწიფოს მეთაურებს ასე არ ექცევიან, მიუხედავად იმისა, თვლიან მას დამნაშავედ, თუ არა. მეორეც, თუ პრინციპულად მივუდგებით საკითხს და ვიტყვით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, პატიმარ სააკაშვილს არ ექცევიან როგორც ჩვეულებრივ პატიმარს, რომელის უფლებები უნდა იყოს დაცული. უამრავი პატმარი გათავისუფლებულა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. განვიხილავთ მას ყოფილ პრეზიდენტად, თუ პატიმრად, ორივე შემთხვევაში ორივე შემთხვევაში მის მიმათ მოქცევა არის სრულიად მიუღებელი, რაც მორალური, ადამიანური, სამართლებრივი ნორმების დარღვევაა“,- მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.

ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო ცნობიერების გაზრდის კუთხით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გლობალური კამპანიის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„პუტინის დამარცხების ამ უმნიშვნელოვანეს ეპოქაში სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ დაზიანდეს, ეს იქნება პუტინის გამარჯვება, რადგან 2008 წელს მას გადაწყვეტილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის დასჯა. ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას,“- გვეუბნება ხატია დეკანოიძე. მისი აზრით, ყველაზე ეფექტიანი, ხელისუფლებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, არის საერთაშორისო ზეწოლა.

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:49 0:00

„საზოგადოებამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ საქართველოს არა მარტო ევრპული მომავლის, არამედ არსებობის ბედი წყდება. ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება უკრაინის გამარჯვების, ან უკრაინაში ნებრისმიერ ვარტიანტში, ომის დასრულების შემდეგ. საქართველოს ადგილი ამ ახალ მსოფლიო წესრიგში ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. არსებობს რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ახალი რკინის ფართის უკუღმართ მხარეს,“- გვეუბნება გიორგი ბადრიძე.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით განხორციელებულ აქციებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ იმ ფაქტზე ხაზგასმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, ოპოზიცია კი სუსტი, რომელიც თავს ვერ უყრის აქციის მოწყობას ერთ ლოკაციაზე. გიორგი ვოლსკიმ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სპიკერმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა „ვაშინგტონ პოსტში“, აქციების პარალელურად გამოქვეყნებული მაიკ მაკფოლის წერილის კვალდაკვალ. მან თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ფაქტორი, რომლის გულისთვისაც ფულს იხდიან.“ მისი თქმით, სააკაშვილის ინტერესში შედის საქართველოს დანგრევა. „საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის მაკფიოლიც, კუბილიუსიც“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა მოტივაცია აქვთ დესტაბილიზაციის მსურველებს, მან ჟურნალისტებს კითხვა შეუბრუნა და მიმართა- „რას ნიშნავს, რა ინტერესი აქვს? თქვენ რა ინტერესი გაქვთ, როდესაც შეგიძლიათ ყველა ადამიანის უბედურებაზე იცინოთ?“

XS
SM
MD
LG