ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო აშშ-ში უცხოელ სტუდენტებზე განცხადებას ავრცელებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ დიდი ხანია უცხოელი სტუდენტებისთვის სასურველ არჩევანს წარმოადგენს განათლების მისაღებად. ის აზუსტებს, რომ ბევრ უცხოელ სტუდენტს, რომელიც შემოდგომაზე ამერიკაში გეგმავდა სწავლას, კვლავაც ექნება საშუალება ასე მოიქცეს.

ამერიკის პირველი დიპლომატი დასძენს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა, რომ დროებით შეცვალოს სავიზო მოთხოვნები F1 და M1 ტიპის არასაემიგრაციო ვიზებზე 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის. ეს კი, მისი თქმით, შესაძლებელს გახდის სტუდენტური სტატუსის შენსრჩუნება მოხდეს პირდაპირი სწავლების ან ვირტუალური კლასების მოთხოვნებზე საპასუხოდ აშშ-ში სასწავლებლად.

ამასთან ერთად, მაიკ პომპეო 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ აღნიშნული გეგმა სოციალური დისტანციის დაცვასაც დაეხმარება აშშ-ის სასწავლებლებს.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებს ამერიკის ვიზის აღება და სხვა შესაძლო დამატებითი პროცედურების გავლა მოუწევთ, რაც კორონა ვირუსის პოსტ პანდემიურ პერიოდში იქნება გათვალისწინებული. მისი თქმით დამატებით დეტალებზე ადგილზე აშშ-ის საელჩოები გაუწევენ სტუდენტებს კონსულტაციას.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მასშტაბური კლებისთვის ემზადებიან. მათი შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება ფედერალური მთავრობის იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ის სტუდენტები, რომლებიც შემოდგომის სემესტრს მხოლოდ ონლაინ ესწრებიან, სავიზო სტატუსს დაკარგავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG