ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტი ტეხასს ეწვევა


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს ტეხასის შტატის სათერლენდ სპრინგსში გაემგზავრება, რათა ეკლესიაში სროლის დროს დაშავებულებს და მოკლულთა ოჯახის წევრებს შეხვდეს.

კვირას მომხდარ თავდასხმას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ოფიციალურმა პირმა ფრიმენ მარტინმა, პენსის ვიზიტის წინ თქვა, რომ თავდასხმის 10 მსხვერპლი ჰოსპიტალიზებულია და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პენსის ვიზიტის გეგმაში სამართალდამცავებთან შეხვედრა და საღამოს წირვაზე მსხვერპლთა წინაშე სიტყვით გამოსვლა არის ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG