ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი მექსიკელ კოლეგას შეხვდება


MÉXICO-EEUU-PRESIDENTES
MÉXICO-EEUU-PRESIDENTES

სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს მასპინძლობს. ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემები მიგრაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკა იქნება.

ბაიდენის ადმინისტრაცის მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი მხარე გამოაცხადებს „ერთობლივი მოქმედების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს საზღვრის ინფრასტრუქტურა, რაც უწესრიგო მიგრაციის საკითხზე პასუხი იქნება." ამასთან მხარეები იმუშავებენ იმისთვის, რომ "გაძლიერდეს სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობა, რათა ორივე ქვეყანაში, ფენტალინის დინებები დაირღვეს. წახალისდეს სუფთა ენერგია, ეკონომიკური სიახლეები და კეთილდღეობა.“

ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ ორი მხარე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც „შრომითი მიგრაციის გზების და მშრომელთა დაცვის“ საკითხებს შეისწავლის.

დასავლეთ ნახევარსფეროში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა, ჰუან გონზალესმა ორშაბათს „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ თეთრი სახლი მზადაა მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან დროებითი მუშაკებისთვის ვიზების რაოდენობა საჭიროების მიხედვით გაზარდოს, თუმცა რიცხვი არ დაუსახელებია.

გასულ თვეში, მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიანიშნა, რომ სამშაბათის შეხვედრის დროს, 300 ათასი ან მეტი სამუშაო ვიზის შესახებ გამოაცხადებენ.

მექსიკის პრეზიდენტის ახლანდელი ვიზიტი, ლოს-ანჯელესში გამართულ ამერიკის ქვეყნების სამიტზე დასწრებაზე უარიდან ერთ თვეში ხდება. მექსიკის ლიდერი სამიტს არ დაესწრო იმ მიზეზით, რომ იქ კუბის, ნიკარაგუის და ვენესუელის ლიდერები არ დაუშვეს.

XS
SM
MD
LG