ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიამ მიგრანტების განსახლების გეგმა გამოაცხადა


მიგრანტები სამხრეთ უნგრეთში, სერბეთის საზღვართან, 9 სექტემბერი, 2015

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა 160 ათასი სირიელი ლტოლვილი საკუთარ ტერიტორიებზე განასახლონ, რადგან საბერძნეთი, იტალია და უნგრეთი ლტოლვილების რაოდენობას თავს ვეღარ ართმევენ.

იუნკერმა ეს განცხადება დღეს გააკეთა და 22 წევრიან ეკონომიკურ კავშირს ლტოლვილთა კრიზისზე თავის გართმევა და სოლიდარობა სთხოვა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა სირიელი ლტოლვილების განსახლება ვალდებულებად უნდა მიიღონ.

„ჩვენ, ევროპელებს, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს რატომ არის მნიშვნელოვანი თავშესაფარის მიღების ფუნდამენტური უფლება,“ დასძინა მან.

იუნკერმა აღნიშნა, რომ თავშესაფარის ოფიციალური საბუთების მიღებამდე ლტოლვილებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, მათი განსახლებისთვის კი მთავრობებმა საგანგებო ფონდები უნდა გამოიყენონ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ადამიანების განსახლების კვოტები მიეცემათ მომდევნო ორი წლის განმავლობაში. გეგმის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ლტოლვილების უმრავლესობას შეიფარებს. მათ პოლონეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბელგია და შვედეთი მოჰყვება.

XS
SM
MD
LG