ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში წარუმატებლად დასრულდა


აშშ-ს ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში წარუმატებლად დასრულდა
აშშ-ს ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში წარუმატებლად დასრულდა

წარუმატებლად დასრულდა ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ელჩის მოლაპარაკება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობას ეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა როგორმე მოხდეს ისრაელის და პალესტინელთა პოზიციების შეჯერება. ბატონი მითჩელის განცხადებით: “ ჩვენ ვიცით რომ ამ გზაზე მრავალი დაბრკოლება შეგვხვდება, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდეს და აქ მცხოვრებმა ხალხებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.“

პალესტინელები მათ მიწებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. ისრაელი კვირიდან ამ მშენებლობების განახლებას აპირებს.

ისრაელის საინფორმაციო წყაროების ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისრაელის მთავრობას მშენებლობების შეჩერებაზე მორატორიუმის ორი თვით გაგრძელების სანაცვლოდ გარკვეული დივიდენდები შესთავაზა.

XS
SM
MD
LG