ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თელავივს უკანონო დასახლებების შეჩერებისკენ მოუწოდებენ


ახლო აღმოსავლეთის მედიატორები, ეგრეთ წოდებული ოთხეულის წევრები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, თელავივს უკანონო დასახლებების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

ისრაელის მიერ მშენებლობების გაყინვას ვადა ოფიციალურად კვირას გასდის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო გარკვეული მინიშნებები მორატორიუმის გაუქმების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საკმაოდ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის სააგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარდ კუშნერმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ისრაელზე დიპლომატიურ ზეწოლას ახორციელებს.

- ჩვენ უკანონო დასახლებების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ვთხოვთ მეგობრებს ისრაელში რომ გააგრძელონ მორატორიუმი და შეაჩერონ დასახლებები. სხვა შემთხვევაში, პალესტინელებმა ძალიან აშკარად დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ დასახლებების გაგრძელების შემთხვევაში ისინი, მშვიდობიანი მოლაპარაკებებს გამოეთიშებოდნენ.

ისრაელი-პალესტინის თემის ირგვლის გუშინ ერთმანეთს ჰილარი კლინტონი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი და მათი კოლეგები რუსეთიდან და გაეროდან შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG