ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ღირსებისა და თავისუფლებისთვის


ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები ღირსების, თავისუფლებისა და ახალი შესაძლებლობების მოპოვებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატების გამოწვევაა ამ ქვეყნების მობილიზება მოახდინოს. ეს ქვეყნები სტატუს ქვოზე უარს აცხადებენ და გარდამავალი დემოკრატიულ პროცესებს ემხრობიან.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობითი მთავრობა, ეკონომიკური განვითარება და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება ის სამი მთავარი ძალაა, რაც ქვეყნებს აერთიანებს და მომავლის პროგრესსა და აღორძინებას განაპირობებს.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რეალური რეფორმების გატარების მიზნით, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამთლიანდეს. საზოგადოებრივ საქმიანობაში უნდა ჩერთონ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბლოგერები, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები, თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი აქტივისტები, რელიგიური და ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოებები.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებენ ინდივიდუალურ პირებს გაერთიანდნენ ასოციაციებში, ისაუბრონ გახსნილად და ერთად აშენონ უკეთესი მომავალი.

დიდი რვიანის ხელმძღვანელი ქვეყანა- შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს. ამ მიზნით ამერიკა ერთ მილიონ დოლარს გადასცემს იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ინიციატივას მხარს უჭერენ.

შეერთებული შტატების ხელისუფლების პოზიცია მტკიცეა. ამერიკა იცავდა და დაიცავს მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და მხარს დაუჭერს თავისუფლებისა და ადამაინის უფლებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო საზოგადოებებს.

საზოგადოებების გავითარებისა და თავისუფლების განმტკიცებნისთვის ეკონომიკური აღმორძინება განსაკუტრებით მნიშვნელოვანია. პოლიტიკური გარდაქმნები შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების რწმენის გარეშე განხორციელდეს.

„ეს უმთავრესია“ -აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა. „ ამ ქვეყნებს შესწევთ ძალა საკუთარი ეკონომიკური სისტემა განავითარონ, ააღორძინონ საწარმოები, დანერგონ ინოვაციები, ითანამშრომლინ მეზობელ ქვეყნებთან და გლობალური ეკონომიკაში უდიდესი როლი შეასრულონ“

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიუხედავად პრობლემებისა იმედისმომცემი ფაქტორიც ძალზე ბევრია. ახლა დროა ისტორიის ჩარხი წაღმა შემობრუნდეს და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისა და მთავრობების დახმარებით, ამ ქვეყნების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება დაიწყოს.

XS
SM
MD
LG