ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ძებნილი მექსიკაში დააკავეს


კოლეჯის ყოფილი პროფესორი, ამერიკელი უოლტერ ლი ვილიამსი მექსიკაში დააპატიმრეს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალების სიის მიხედვით.

64 წლის ვილიამსი ქალაქ პლაია დელ კარმენში დააკავეს, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა 10 ძებნილის სია გამოაქვეყნა. ამ პიროვნებას მცირეწლოვნების ექსპლოატაციასა და სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.
2011 წელს, უილიამსი ფილიპინებში გაემგზავრა 14 წლის ბიჭებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით, რომლებიც წინა წელს ინტერნეტის საშუალებით გაიცნო.

ეს პედოფილი 2011 წლამდე ანთროპოლოგიის პროფესორი იყო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც გენდერული განვითარების საკითხებს ასწავლიდა.
XS
SM
MD
LG