ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურის გაწმენდაზე 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა


მექსიკის ყურის გაწმენდაზე 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა
მექსიკის ყურის გაწმენდაზე 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბი-პი“-ს ცნობით მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და კომპენსაციების გადახდაზე დღემდე სულ სამ მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ დაზარალებული მოსახლეობისგან დღემდე მიღებული საკომპენსაციო მოთხოვნების დაახლოებით ნახევარი დაკმაყოფილებულია. ამ მიზნით „ბი-პი“-მ 147 მილიონი დოლარი დახარჯა.

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „ბი-პი“-მ თხოვნით მიმართა ორ პარტნიორ კომპანიას რათა მათ გამოყონ დამატებით 400 მილიონი დოლარი ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.

ამასობაში მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გაწემენდის მიზნით პირველად ჩატარდა ტაივანის წარმოების სპეციალური ხომალდის „ვეშაპის“ ცდები. ხსენებულ ხომალდს შეუძლია დღეში 80 მილიონი ლიტრის გაწმენდა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდას. მაგრამ ქარიშხალი ალექსის გამო ამ ხომალდის ცდები მნიშვნელოვნად შეფერხდა.

XS
SM
MD
LG