ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა


გუშინ, მეხიკოს სიახლოვეს, ფეიერვერკების პოპულარულ ბაზარში, მასიური აეთქება მოხდა, რომელსაც 31 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა.

ქალაქ ტულტეპეკში, დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით, საშობაო და საახალწლო ფეიერვერკების საყიდლად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

პიროტექნიკურმა მასალების დიდმა რაოდენობამ, აფეთქებისას ჰაერში უზარმაზარი ზომის კვამლი გაისროლა. ადამიანები თავის საშველად გარბოდნენ. დახლების უმრავლესობა განადგურდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს რამდენიმე საათით ლოდინი დასჭირდათ, სანამ ადგილი უსაფრთხო იქნებოდა იმისთვის, რომ დაშავებულთა დასახმარებლად შესულიყვნენ.

XS
SM
MD
LG