ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების ტრაგიკული შეცდომა ეგვიპტეში


ქაიროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებას ტურისტები ლიბიის საზღვართან მოქმედი ისლამისტური დაჯგუფების წევრები ეგონა.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, დაღუპული მექსიკელი ტურისტები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ და ისეთივე მანქანებს მართავდნენ, როგორითაც უდაბნოში ტერორისტული დაჯგუფებები გადაადგილდებიან. კვირას ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა შეცდომით იერიში ფარფარაში მოძრავ ავტოკოლონაზე მიიტანეს და მოკლეს 12 ადამიანი, რომლებიც ლიბიის საზღვართან მოქმედი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრებად ჩათვალეს. ინციდენტი ეგვიპტის დასავლეთით მდებარე უდაბნოში მოხდა.

დაღუპულთა შორის ეგვიპტის მოქალაქეები და ორი მექსიკელი ტურისტია. არიან დაშავებულებიც. გადარჩენილმა ექვსმა ადამიანმა მექსიკის ელჩს უთხრა, რომ მათ ავტოკოლონას თვითმფრინავით და ვერტმფრენით შეუტიეს. ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ტურისტულ კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნდა და უდაბნოში მოძრაობის შესახებ შესაბამის უწყებებს წინასწარ არ შეატყობინა. სპიკერ რაშა აზაზის თქმით, ფარფარაში ნებისმიერი მგზავრობისთვის ოფიციალური ნებართვის აღებაა საჭირო. მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ მომხდარი ინციდენტი დაგმო და ვითარების სასწრაფო გამოძიება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG