ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეხიკოში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ოთხშაბათს, მეხიკოში და მიმდებარე შტატებში, მაშველები საძიებო სამუშაოებს იმის იმედით ატარებდნენ, რომ 7.1 ბალიან მიწისძვრას გადარჩენილები ეპოვათ. მიწისძვრას სულ ცოტა 217 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით შენობა დაინგრა.

მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები და პოლიცია მუშაობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის ყველა შესაძლებლობას არ ამოწურავენ.

მიწისძვრიდან ცოტა ხანში, სამაშველო ჯგუფებს სამოქალაქო პირები შეუერთდნენ. ისინი ნანგრევებს მძიმე მანქანებით და საკუთარი ხელებით წმენდენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი პუებლაში, მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 123 კილომეტრში იყო.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის სამეცნიერო მრჩეველმა კენ ჰუდნატმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შენობების დანგრევას ხელი სავარაუდოდ მეხიკოს გეოლოგიამ შეუწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი შენობა დამშრალი ტბის ფსკერზე დგას, რასაც რყევების გაძლიერება და გახანგრძლივება შეუძლია. ამას კი მეტი ზიანის გამოწვევის უნარი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG