ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელის პარტიამ ზაარლანდის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა


ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა. ზაარლანდში მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებთან შედარებით ხმების 10 პროცენტით მეტი რაოდენობა მიიღო. ეს მემარცხენე პარტიის პირველი ტესტი იყო, მას შემდეგ რაც სოციალ-დემოკრატებმა, ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის საბრძოლველად, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, მარტინ შულცის კანდიდატურა წარადგინეს. შულცი და მერკელი ერთმანეთს სექტემბრის არჩევნებში დაუპირისპირდებიან. ანგელა მერკელისთვის ეს ეროვნულ არჩევნებში ბრძოლის რიგით მეოთხე შემთხვევა იქნება.

ზაარლანდის არჩევნებში, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 6 პროცენტი მიიღო, რის შედეგადაც პარტია ამ ეტაპზე გერმანიის 15 მიწიდან 11-ის ასამბლეაში არის წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG