ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელის და პუტინის შეხვედრის მთავარი საკითხები


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორმხრივ მოლაპარაკება გამართეს. შეხვერდა შაბათს, გერმანიის მთავრობის რეზიდენციაში, მესებერგში გაიმართა.

განსახილველ საკითხთა შორის სირია, უკრაინა, ირანის ბირთვული შეთანხმება და გაზის მილსადენი „ნორდ-სტრიმ 2“ იყო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა ხაზი გაუსვა სირიის ქალაქ „იდლიბსა და მის გარშემო ჰუმანიტარული კატასტროფის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გერმანიას და განსაკუთრებით რუსეთს, რადგან რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია... ამიტომ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ" - განაცხადა მერკელმა.

პუტინმა ევროპას მოუწოდა გამოყოს ფინანსური დახმარება სირიის რეკონსტუქციისა და მილიონობით სირიელი ლტოლვილის სახლში დასაბრუნებლად.

გერმანიამ ასობით ათასი სირიელ დევნილი მიიღო. ბერლინი აცხადებს, რომ ის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას იქამდე არ მიიღებს, სანამ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწვეტა არ მოხდება.

უკრაინის თემაზე საუბრისას, მერკელმა გაეროს სამშვიდობო მისიის შექმნის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

პუტინმა კი ყურადღება ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა „გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად“.

ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ენერგიის საკითხვებში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რუსეთი და გერმანია გაზის მილსადენის „ნორდ-სტრიმ 2“-ის საკითხზე თანამშრომლობენ. პროექტს შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება იმ არგუმენტით, რომ ეს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას გაზრდის და უკრაინას აზარალებს, რომელიც ახლა რუსული გაზის ევროპაში ჩასატანად მთავარი სატრაზიტო ქვეყანაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG