ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინი ოპერაციის შემდეგ ისვენებს და მოგვიანებით დაბრუნდება ვაშინგტონში


აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი აცხადებს, რომ სენატში ჯანდაცვის კანონპროექტზე კენჭისყრას გადადებს სენატორი ჯონ მაკკეინის გამოჯანმრთელებამდე.

მაკკეინს პარასკევს ოპერაცია გაუკეთეს. რუტინული სამედიცინო შემოწმების დროს, სენატორს მარცხენა თვალის ზემოთ დაახლოებით 5 სანტიმეტრიანი თრომბი აღმოაჩნდა. არიზონის „მეიო“ კლინიკის ექიმებმა ქირურგიული ჩარევით კოლტის დაუყოვნებელი ამოღება გადაწყვიტეს.

კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სენატორი მაკკეინი საკუთარ სახლში, არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში „კომფორტულად ისვენებს.“

80 წლის სენატორს ექიმებმა ოპერაციის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირის განმავლობაში ფრენა აუკრძალეს.

სენატში კი მაკკეინის ხმას მოუთმენლად ელიან. რესპუბლიკელები ჯანდაცვის კანონის მიღებას ცდილობენ. 100 მანდატიან სენატში რესპუბლიკელებს 52 ხმა აქვთ. ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა უკვე განაცხადა, რომ ჯანდაცვის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის დამატებით, მაკკეინის ხმის გარეშე, რესპუბლიკელებს 49 ხმა ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაპირებას - ობამას ჯანდაცვის რეფორმის შეცვლას - ვერ შეძლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG