ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრი დაითხოვა


გევინ უილიამსონი
გევინ უილიამსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დაითხოვა თანამდებობიდან, განაცხადა რა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმის დასასაბუთებლად, რომ გევინ უილიამსონი ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეის“ თაობაზე გამართული საიდუმლო შეხვედრიდან გაჟონილი ინფორმაციის წყარო იყო.

გავინ უილიამსონის სამსახურიდან გაშვება საგაზეთო სტატიაში აპრილში მოხვედრილმა ინფორმაციამ განაპირობა. ამ პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ ბრიტანეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ჰუავეის“, დიდ ბრიტანეთში 5G კომუნიკაციის ქსელში მონაწილეობა გადაწყდა.

უილიამსონი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.

დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით, „ჰუავეი“ გათიშა 5G სისტემიდან, ჩინეთის მთავრობის მიერ მისი ჯაშუშობის ინსტრუმენტად გამოყენების ბრალდებით.

კომპანია „ჰუავეი“, თავის მხრივ, უარყოფს ჯაშუშობის სქემაში მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG