ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუჩის დემონსტრაციები მშრომელთა საერთაშორისო დღეს


დემონსტრანტები უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს ითხოვენ

მსოფლიოს ქვეყნების მშრომელები დღეს ქუჩის დემონსტრაციებით მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანებიან. დემონსტრანტები უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს ითხოვენ.
საბერძნეთში საპირველმაისოდ პროფკავშირების მიერ მოწყობილმა გაფიცვამ ბორნით ბერძნულ კუნძულებამდე მისასვლელი არხი და ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. დემონსტრანტები ამასთან, მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას.
ესპანეთში, სადაც უმუშევრობა 27 პროცენტს აღწევს, ადამიანები მიტინგებს მართავენ და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებების მოწოდებით გამოდიან.
ფილიპინებში, დემონსტრაცია გრძელდება დედაქალაქ მანილაში, სადაც მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ მათი სამუშაო ადგილები დაიცვას.
XS
SM
MD
LG