ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი სკოპიეში ჩავა


თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი მაკედონიას ეწვევა. 16 სექტემბერს ის მხარდაჭერას გამოხატავს მაკედონიის მიმართ, ქვეყნის ნატოში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტის მიზანი, რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მიმართ ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის დადასტურების გამოხატვაც არის. ჯიმ მატისი შეხვდება მაკედონიის პრემიერ მინისტრს ზორან ზაევს, შემდეგ კი ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG