ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა


პენტაგონის თავკაცი მომავალ კვირას იორდანიას, თურქეთს და უკრაინას ეწვევა და სამივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

პარასკევს, პენტაგონმა დაადასტურა, რომ მატისი ამ ქვეყნებს ვაშინგტონის მხარდაჭერას დაუდასტურებს. იორდანიაში იგი მეფე აბდულასთან ითათბირებს და თავდაცვის სექტორის პირველ პირებს შეხვდება. თურქეთში, მაღალი რანგის პირებთან გაიმართება მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან.

კიევში ბატონი მატისი პრეზიდენტ პოროშენკოსა და თავდაცვის მინისტრ პოლტორაკთან გამართავს შეხვედრას. ეს კი იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG