ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისმა სეულში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა


დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა სამხრეთ კორეის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ სეულის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა მტკიცეა.

ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკა შეწყვეტდა სეულთან რეგულარულ სამხედრო წვრთნებს. ფხენიანი უკვე გარკვეული პერიოდია ამ წვრთნების შეჩერებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი სამხრეთ კორეაში შეჭრაში სამზადისს წარმოადგენს. ამ მოსზრებას როგორც სეულში, ასევე ვაშინგტონში უარყოფენ.

ჯიმ მატისმა დღეს სამხრეთ კორეაში აღნიშნა, რომ წვრთნების შეჩერება კორეის ნახევარუნძულზე მშვიდობისთვის უკეთეს შანსს იძლევა და დასძინა, რომ ორივე ქვეყნის სამხედროები „მზად და ყურადღებით იქნებიან ნებისმიერი გამოწვევის მოსაგერიებლად.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG