ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმა მარსიდან და ისტორია - ნასამ ახალი ოპერაცია წარმატებით დაიწყო


რამდენიმე საათის წინ ნასას ახალი მისია დაიწყო. კოსმოსურმა ხომალდმა "შეუპოვრობა" (Perseverance) ფლორიდის სანაპიროდან წარმატებული სტარტი განახორციელა. როვერი მარსზე 6 საათში უნდა დაეშვას.

კოსმოსური ხომალდი "შეუპოვრობა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

რიგით მეხუთე როვერს "შეუპოვრობა" დიდი მისია აქვს, რობოტმა უნდა შეძლოს და მოძებნოს სიცოცხლის ნიშანწყალი მარსზე, რომელიც დაადასტურებს მეცნიერების ვარაუდს, რომ მარსზე ადრე სიცოცხლე არსებობდა.

რობოტი სპეციალურად არის დაპროგრამებული და ის ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილია ასტრობიოლოგიისთვის საჭირო უნარებით. რობოტი მარსზე ჯეზეროს კრატერთან იმუშავებს, ადგილზე სადაც მეცნიერები ფიქრობენ რომ დაახლოებით 4 მილიარდის წინ ტბა არსებობდა.

Perseverance Rover
Perseverance Rover

როვერი აღჭურვილია მიკროფონებით და 20-ზე მეტი კამერით. ის შეძლებს და მარსზე მაღალი გარჩევადობის ფოტო და ვიდეო მასალას გადაიღოს. რობოტი ასევე პირველად შეძლებს მარსზე არსებული ხმის ჩაწერას, სულ მალე კი ჩვენ საშუალება გვექნება პირველად მოვისმინოთ ხმა მარსიდან და ვნახოთ კადრები, თუ როგორ ეშვება რიგით მეუთე როვერი მარსზე.

ხმის ჩაწერის ეს პირველი მცდელობა არ არის. ნასას სპეციალისტებმა მარსის ხმის ჩანაწერის გაკეთება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მეცნიერებმა ტექნოლოგიები დამატებით დახვეწეს და ფიქრობენ, რომ ახლა შესაძლებელი გახდება მარსზე არსებული ხმა მოვისმინოთ.

Perseverance Rover
Perseverance Rover

ნასას ახალი მისიის ფარგლებში რობოტმა მარსის ზედაპირი უნდა შეისწავლოს და ქვები შეაგროვოს. თუ რობოტმა ეს მისია წარმატებით შეასრულა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწაზე მარსის ქვებს ჩამოიტანენ.

მარსზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 რობოტი სხვა ქვეყნებმაც გაგზავნეს, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ჩინეთმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG