ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქორწინების დაცვის კანონი


საქმე ეხება ქორწინების დაცვის კანონს, რომლის მიხედვით ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის ნებადართული

დღეს, ამერიკის უზენაესი სასამართლო ერთსქესიანი წყვილების ქორწინების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ საქმეზე მოისმენს მხარეთა არგუმენტებს.

ამ საქმეში გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მსაჯულები ივნისისთვის მიიღებენ, შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობის მიერ ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაშვების საკითხი გადაწყვიტოს.

კერძოდ, საქმე რომელიც დღეს განიხილება ეხება ქორწინების დაცვის კანონს, რომელიც ძალაში 1996 წელს შევიდა და ამ კანონით, ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის ნებადართული. ამ კანონის საფუძველზე, ერთსქესიან წყვილებს რომლებიც ერთად ცხოვრობენ უფლება არ აქვთ იქორწინონ და ამასთან, ერთმევათ ფედერალური დახმარების, საგადასახადო შეღავათების და სხვა ტიპის დახმარების მიღების შესაძლებლობა როგორც ეს სხვა ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში ხდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG