ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს გაფიცვის რეზონანსი


საზღვაო ძალების პრესცენტრის განცხადებით, 166 პატიმრის გაფიცვას ათობით საზღვაო ქვეითიც შეუერთდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გუანტანამოს სამხედრო ციხეში დელეგაციას დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე აგზავნის, რათა პატიმართა მდგომარეობა შეამოწმოს. ორგანიზაციის განცხადებით, მიზეზი პატიმართა შიმშილობაა.

საზღვაო ძალების პრესცენტრის განცხადებით, 166 პატიმრიდან- ათობით გაფიცვას შეუერთდა. ყველა მათგანი კუბაში, გუნატანამოში არსებულ ამერიკულ სამხედრო ციხეში არიან ბაზირებული.

166 პატიმარის ადვოკატთა განცხადებით, გაფიცვა ორი თვის წინ დაიწყო, რისი მიზეზიც განუსაზღვრელი ვადით ბრალდების გარეშე დაკავება და ციხის დახურვის არარსებული პერსპექტივები გახდა.
XS
SM
MD
LG