ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ნევადის შტატში


დაღუპულთა შორის საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები არიან

ნევადას შტატში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

სამხედრო პრესცენტრის განცხადებით, აფეთქება გვიან ორშაბათს საზღვაო ქვეითი ჯარისკაცების წრთვნის დროს მოხდა.

პრესცენტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის საზღვაო ქვეითები არიან, თუმცა კონკრეტული რაოდენობა მსხვერპლის არ დასახელებულა.

სამხედრო ბაზას ნევადას შტატში 60,000 ჰექტარი უკავია და ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობა ინახება.

XS
SM
MD
LG