ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ამას იმსახურებს - მარინა კალიურანდი


„ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაც არის, პოლიტიკური ნებაც და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან“ - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მარინა კალიურანდის აზრით, საქართველომ სავსებით დაიმსახურა ის, რომ მისმა მოქალაქეებმა ევროკავშირში ვიზების გარეშე იმოგზაურონ. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა პირობას აკმაყოფილებს და ამის შესახებ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში შეიტყვეს.

საქართველო ამას იმსახურებს -მარინა კალიურანდი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

„საქართველო ამას იმსახურებს. ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაც არის, პოლიტიკური ნებაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან. ისინი იგრძნობენ ევროპის ნამდვილ სიახლოვეს და რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ისინი ევროპის სრულ მხარდაჭერასაც იგრძნობენ“ - ამბობს ის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რომელიც შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის დროს ჩაიწერა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ესტონეთი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მაქსიმალურ დახმარებას უწევს, უზიარებს რა საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიიღეს. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველაზე მთავარია, თავად ქვეყნებს ჰქონდეთ არჩევანის უფლება და საკუთარი მიზნების განხორციელების ნება.

„ერებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციებში გაწევრიანდნენ. და ვიდრე საქართველო ევროპის კავშირთან მეტი სიახლოვის, მეტი ინტეგრაციის გზას ადგას, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება... მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მოლდოვას და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს და ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სურს. ვიდრე ისინი ამ გზაზე დგანან, ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით მათ გვერდზე, როგორც ევროკავშირის წევრები და როგორც ნატოს წევრები“ - აღნიშნავს მარინა კალიურანდი.

ის ნატოს შემდგომი გაფართოების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში მუდმივად დგას. ესტონეთი ნატოს მიერ გამოცხადებული ღია კარის პოლიტიკას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს და თვლის, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს გაწევრიანების უფლება იმ ალიანსში, თუ კავშირში, რომელიც მის ინტერესებს და მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG