ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მეცნიერება-სანთელი სიბნელეში"-აქციები მსოფლიოს ქალაქებში


მეცნიერების მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში, 22 აპრილი, 2017

შაბათს, 22 აპრილს, მეცნიერებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი მეცნიერების, როგორც ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის წინააღმდეგ მიმართულ მზარდ პოლიტიკურ წნეხს აპროტესტებდნენ.

ათასობით მეცნიერი და მათი მხარდამჭერი "მარშს მეცნიერებისათვის" კეიპ-თაუნში, ლონდონში, მადრიდსა და სეულში, აგრეთვე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადასა და ნიგერიაში შეუერთდნენ.

ბერლინის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქუჩაში ათი ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა. მათ ბანერებზე ეწერა: "ფაქტები, არა გრძნობები" და " გვიყვარს ექსპერტები, რომლებიც ფაქტებს ფლობენ."

ჟენევაში, აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: " მეცნიერება-სანთელი სიბნელეში" და " მეცნიერება პასუხია."

ვაშინგტონში, ათასობით ადამიანი კაპიტოლიუმის წინ, ეროვნულ მოლზე შეიკრიბა და მეცნიერებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG