ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი


ვაშინგტონში ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო დემონსტრაციას “ქალების მსვლელობა ვაშინგტონზე” ჰქვია.

მსგავსი დემონსტრაციები ამერიკის რამდენიმე დიდ ქალაქში დღეს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრაციებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

ფემინისტრური მოძრაობის ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა გლორია სტაიმენმა, ბერლინის კედლის მაგალითად მოყვანის შემდეგ განაცხადა, რომ “კედლები არ მუშაობს.” ამ კომენტარით მან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ ხშირად გამეორებული განცხადება გააკრიტიკა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმვს.

XS
SM
MD
LG