ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში სტიქიას 100 ადამიანი ემსხვერპლა


წყალდიდობა და მეწყერი მექსიკის ყურეში ქარიშხალმა "ინგრიდმა" და წყნარი ოკეანის ტროპიკულმა შტორმა "მანუელმა" გამოიწვია

მექსიკის ორივე სანაპიროს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მექსიკის სამოქალაქო დაცვის კოორდინატორის განცხადებით, მასობრივი წყალდიდობა და მეწყერი მექსიკის ყურეში ქარიშხალმა "ინგრიდმა" და წყნარი ოკეანის ტროპიკულმა შტორმა "მანუელმა" გამოიწვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაღუპულთა რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, ვინც აკაპულკოს საკურორტო ზონის სოფელ ლა პინტადაში მეწყერის ჩამოწოლის დროს დაიკარგა. მთიდან დაშვებულმა მიწამ საცხოვრებელი სახლები და სკოლის შენობა დაანგრია. მაშველებმა მხოლოდ 15 დაღუპულის პოვნა შეძლეს.

მექსიკის არმიამ და კომერციულმა ავიახაზებმა აკაპულკოს 40,000ტურისტიდან მხოლოდ 5,000-ის ევაკუირება შეძლეს. საკურორტო ზონის ქალქების უმეტესობა დატბორილია და მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება.
XS
SM
MD
LG