ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოსკარის" ნომინაციებს ფილმი "მენკი" ლიდერობს


მსახიობი გარი ოლდმანი ჰერმან მენკევიცის როლში, კინოფილმიდან "მენკი"

ამერიკული კინოაკადემიის ფავორიტი, ნომინაციების მიხედვით, წელს დევიდ ფინჩერის ფილმი "მენკია". კინოფილმი 10 ნომინაციაზეა წარდგენილი. "ოსკარის" ნომინაციები ორშაბათს გამოცხადდა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში "მენკთან" ერთად კიდევ 7 ფილმია წარდგენილი. ესენია: "მინარი", "იუდა და შავი მესია", "მეტალის ხმა", "მამა", "იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი", "ნომედლენდი" და "ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო".

პირველად "ოსკარების" ისტორიაში, საუკეთესო რეჟისორის პრიზზე ორი ქალია წარდგენილი: ქლოი ჟაო და ემერალდ ფენელი. ამ კატეგორიაში ნომინაცია ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ისტორიაში, სულ მხოლოდ ხუთმა ქალმა მოიპოვა.

ამასთან, ქლოი ჟაო ისტორიაში პირველი აზიური წარმოშობის ქალიც იქნება, ვინც საუკეთესო ოსკაროსანი რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებს. ის "ოსკარების" ისტორიაში, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე ქალიცაა. მას წელს აქვს ნომინაციები: სცენარის საუკეთესო ადაპტაციისთვის, საუკეთესო მონტაჟისთვის და როგორც პროდიუსერს საუკეთესო ფილმების კატეგორიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG