ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი მანჰეტენზე: წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 6 ადამიანი


ნიუ-იორკის პოლიცია რამდენიმე წუთის წინ მანჰეტენის ქვედა ნაწილში მომხდარ ინციდენტს იძიებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ვესტ საიდის ტრასის და ჩემბერ სთრითის მახლობლად, "ჰოუმ დიპოს" თეთრი მანქანა რამდენიმე ველოსიპედისტს დაეჯახა, ისმოდა სროლის ხმაც.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ტერორისტული იერიში იყოს. შემთხვევის ადგილიდან ჯერ კიდევ გაჰყავთ დაშავებულები. მათი რაოდენობა სულ ცოტა, თერთმეტია.

ადგილზე მივიდა ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო. მედიის საშუალებები დამატებითი ინფორმაციისთვის ნიუ-იორკის პოლიციის პრეს-კონფერენციას ელოდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG