ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელას ჯანმრთელობა გაუმჯობესდა


ნელსონ მანდელას სუნთქვითი პრობლემები ციხეში 27 წლიანი პატიმრობის დროს გაუჩნდა

ფილტვების ანთების დიაგნოზით საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას ჯანმრთელობა თანდათანობით უმჯობესდება.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა აცხადებს, რომ ექიმები მანდელას მდგომარეობას დადებითად აფასებენ.

94 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ერთი კვირის წინ ოთხი თვის განმავლობაში მესამედ მოხვდა საავადმყოფოში.

ნელსონ მანდელას სუნთქვითი პრობლემები მას მერე გაუჩნდა, რაც ციხეში 27 წლიანი პატიმრობის დროს ტუბერკულოზით დაავადდა.
XS
SM
MD
LG