ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში 100 სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანია გაკოტრდა


"ვაშინგტონ პრაიმ ჯგუფმა" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ამერიკაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 სავაჭრო ცენტრს ფლობდა. გაკოტრების მიზეზად „ვაშინგტონ პრაიმ ჯგუფი“ პანდემიას ასახელებს.

კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეავსო და მიმართა ტეხასის სამხრეთ რაიონის სასამართლოს. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პანდემიის პერიოდში „ვაშინგტონ პრაიმ ჯგუფის“ ვალდებულებები 1-დან 10 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

ეს არ არის ერთადერთი მსხვილი კომპანია ამერიკაში, რომელმაც პანდემიის პერიოდში მიშვნელოვანი ზარალი განიცადა და თავს გაკოტრებულად ცნობს. სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაკოტრებულად თავი გამოაცხადა ოჰაიოში დაფუძნებულმა კომპანიამ „სიმონ ფროფერთი ჯგუფმა“ არსებული ინფორმაციით კომპანიამ დაგროვებული ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინა. საუბარია 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე.

გაკოტრებამდე კომპანიამ პანდემიის პერიოდში მაღაზიების დიდი ნაწილი დახურა. ის შეეცადა ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას, რაც ქირის გადასახადის შემცირებას გულისხმობდა. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ საბოლოოდ თავი მაინც გაკოტრებულად გამოაცხადა.

2020 წლის განმავლობაში თავი გაკოტრებულად კიდევ ორმა მსგავსმა მსხვილმა კომპანიამ გამოაცხადა. ესენია: CBL & Associates Properties Inc და Pennsylvania Real Estate Investment Trust. ორივე ამერიკაში მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ფლობდა.

კერძო კომპანიებს პრობლემები 2020 წელს შეექმნათ, მაშინ როცა პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრების დახურული იყო. ვითარების გაუმჯობესება კერძო სექტორისთვის ბოლო პერიოდში დაიწყო. ახლა უკვე ქვეყნის მასშტაბით 140 მილიონზე მეტი ამერიკელია აცრილი, იხსნება შეზღუდვები და ეტაპობრივად იხსნება ბიზნესიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG