ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები მალიში


18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მალი დემოკრატიული განვითარებისკენ პირველ სერიოზულ ნაბიჯს დგამს

მალიში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. მალელები წინასწარი შედეგების გამოცხადებას ელიან. ოფიციალური წყაროები ელექტორატის რეკორდულ აქტიურობაზე საუბრობენ.

„უამრავი ადამიანი გამოვიდა. უბნის გახსნიდან დახურვის მომენტამდე ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს“ - ამბობს იუსუფ სანგარი, ბამაკოში ყველაზე დიდი საარჩევნო უბნის პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყანაში ჩატარებული ბოლო ხუთი არჩევნების ორგანიზებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

საფრანგეთის პრემიერმა არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც მალის „დამოუკიდებელი, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს აშენების შანსს აძლევს“. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით, არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსები არჩევნებს აფასებენ, როგორც 18-თვის მანძილზე გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევისკენ მიმართულ პირველ სერიოზულ ნაბიჯს.
XS
SM
MD
LG