ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი მალის ტოვებს


Mali French
Mali French

მალელები ადგილობრივი არმიის იმედად რჩებიან

საფრანგეთმა მალიდან პირველი 100 ჯარისკაცი გაიყვანა. თანდათანობით, მალის ტერიტორიას საფრანგეთის კონტინგენტის ძირითადი ნაწილი დატოვებს. წლის ბოლოსთვის მალიში 1000-მდე ფრანგი დარჩება. საფრანგეთმა მალიში ინტერვენცია სამი თვის წინ დაიწყო, როდესაც ისლამისტმა ამბოხებულებმა ქვეყნის დიდი ნაწილის დაკავება მოახერხეს. ამჟამად ისლამისტები მალის ჩრდილოეთში არიან ლოკალიზებული. საფრანგეთი ქვეყნის უსაფრთხოებაზე კონტროლს მალის შეიარაღებულ ძალებს და აფრიკის კავშირის კონტინგენტს გადააბარებს. როგორ აფასებენ მალიდან საფრანგეთის გასვლის დაწყება თავად მალელები? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანა ლუკი ქალაქ გაოდან არკვევდა.
გაოს შემოგარენში ფრანგული სამხედრო პატრული მოძრაობს. ქუჩებში პატრულირება ანტიტერორისტული ოპერაციის ნაწილია. თუმცა, ფრანგები ქვეყანას ტოვებენ. ფრანგებმა მალიში მშვიდობის დასამყარებლად მძიმე ბრძოლები გადაიტანეს. მალის არმიას ჯიჰადისტებთან ბრძოლა უჭირს. ისინი იძულებულენი იყვნენ უკან დაეხიათ. ქალაქ გაოს 26 იანვრამდე ისლამისტი ამბოხებულები აკონტროლებდნენ. გაოს მოსახლეობა ეჭვობს, რომ მალის არმია მათი უსაფრთხოების დაცვას შეძლებს.
XS
SM
MD
LG