დღეს გაეროს უშიშროების საბჭო მალიში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს, სადაც ქვეყნის სათავეში გადატრიალების შედეგად კვლავ სამხედრო ლიდერები არიან. ასევე დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა მალის წინააღმდეგ უკვე შემოიღეს დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები. კერძოდ, რეგიონის ეკონომიკური თანამეგობრობის ლიდერებმა გუშინ გადაწყვიტეს ჩაკეტონ საზღვრები მალისთან და შეწყვიტონ მალიში ფულადი გზავნილების მოძრაობა. როგორც „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ნიგერიის ყოფილმა პრეზიდენტმა ობასანჯომ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რეგიონის სანქციები კრიზისის მოგვარებას შეუწყობს ხელს.