ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიური თვითმფრინავის ბედი გაურკვეველია


დღეს გადაწყდება, თუ სად და როგორ გაგრძელდება 8 მარტს გამქრალი თვითმფრინავის და მისი 239 მგზავრის ძებნა

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მალაიზიის, ავსტრალიის და ჩინეთის ოფიციალური პირები შეიკრიბნენ. ისინი ცდილობენ გადაწყვიტონ, თუ რა გზით გააგრძელონ 8 მარტის შემდეგ გამქრალი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის და მისი 239 მგზავრის ძებნა.

3 ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ექსპერტების მოსაზრებებს ეცნობიან და ტექნიკურ რჩევებს ისმენენ. სავარაუდოდ დღეს გადაწყდება, თუ სად და როგორ გაგრძელდება არამარტო სამძებრო სამუშაოები, არამედ დაზარალებული ოჯახების მათში ჩართულობაც. ინდოეთის ოკეანეში სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად გასულ კვირაში დასრულდა, როცა ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა რეგიონი დატოვა.
XS
SM
MD
LG