ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში მიწების ათვისების მიზნით ტყეებს წვავენ


მალაიზიაში ხანძრების შედეგად მეზობელ სახელმწიფოებში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა

მალაიზიაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული ჰაერის დაბინძურების გამო. ინდონეზიაში, ეგრეთწოდებული, მიწის გაწმენდის მიზნით დაწყებული ხანძრების შედეგად მეზობელ სახელმწიფოებში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება.

მალაიზიის ეროვნული რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰაერის დაბინძურებამ უკანასკნელი 16 წლის მანძილზე დაფიქსირებულ უმაღლეს ზღვარს გადააჭარბა.

ასევე მძიმე მდგომარეობაა სინგაპურშიც, სადაც გასულ კვირას რეკორდული სმოგი დაფიქსირდა. ქალაქი-სახელმწიფოს პრემიერ მინისტრმა ინდონეზიის მთავრობას მოუწოდა “გადამწყვეტი ზომები“ მიიღოს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კუნძულ სუმატრაზე ტყის გაკაფვის ნაცვლად მას წვავენ.

ინდონეზიაში, ეგრეთ წოდებული, მიწის გაწმენდის ეს მეთოდი ფართოდაა გავრცელებული. სინგაპურისა და მალაიზიის მთავრობები შიშობენ, რომ ტყის ხელოვნური დაწვა ინდონეზიაში მშრალი სეზონის ბოლომდე - ოქტომბრამდე - გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG