ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის გამო დაგვიანებული ბეისბოლის უმაღლესი ლიგის სეზონი იწყება


კორონავირუსის პანდემიის გამო, 4 თვის დაგვიანებით, ბეისბოლის უმაღლესი ლიგა რეგულარულ სეზონს იწყებს. სეზონი ხუთშაბათს დაიწყება და აშშ-ის სტადიონებზე სულ 60 თამაშია დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებას ქომაგთა დიდი რაოდენობა ელოდება, უმაღლესი ლიგის განახლების გამო, მაინც არსებობს შეშფოთება - რამდენად უსაფრთხო იქნება ის მაშინ, როცა აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კორონავირუსით ინფიცირების შემნთხვევები კვლავ დრამატულად მატულობს.

გასულ კვირაში, ერთ სულ მოსახლეზე, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფლორიდაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ტეხასსა და კალიფორნიაში გამოვლინდა. ეს შტატები კი ბეისბოლის უმაღლესი ლიგის 30 გუნდიდან, 11-ის მასპინძელია.

ლიგის მიმდინარეობისას, მოთამაშეებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ მეორე დღეს ჩაუტარდებათ, ტემპერატურას კი დღეში ორჯერ შეუმოწმებენ. მოთამაშეებს სოციალური დისტანცირების დაცვა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თამაშოს დროსაც მოუწევთ, მაგალითად, გუნდის წევრები ვერ შეძლებენ, მოგების სიხარულის გამოსახატად, ერთმანეთს გადაეხვივნონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG