ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგიკული შემთხვევები გადასაღებ მოედანზე - ქრონოლოგია  


გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი დატრაგიკული ფაქტები, თუმცა რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება. გთავაზობთ ქრონოლოგიას ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების, რომელიც გადასაღებ მოედანზე წლების განმავლობაში ხდებოდა.

1959 წელსფილმ “Ben Hur”-ის გადღებების დროს კასკადიორი მძიმედ დაშავდა.

1982 წელს, ფილმ “Twilight Zone: The Movie" გადაღების დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის გამო სამი მსახიობი, მათგან ორი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა 6 ადამიანი.ამ შემთხვევის შესწავლის შემდეგ, გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომის დარღვევა და კინოინდუსტრიაში წესები გამკაცრდა.

1984 წლის 26 მაისს სატელევიზიო სერიალის„cover UP“- ის გადაღების დროს მსახიობმა ჯონ ჰექსუმმა, გადასაღებ მოედანზე იარაღით თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში.

1993 წელს ფილმ "The Crow" გადაღებების დროს მსახიობი ბრენდონ ლი დაიჭრა. მას მნიშვნელოვანი დაზიანებები მუცლის არეში ჰქონდა მიღებული. 22 საათიანი ოპერაციის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2003 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის "Kill Bill“-ის გადაღებების დროს მსახიობი უმა თურმანი ავიაკატასტროფაში მოხვდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ავტოავარიის შედეგად მან დაიზიანა მუხლები და მიიღო ტვინის შერყევა.

2007 წელს ფილმის „dark knight”-ის გადაღებების დროს ავტოავარიის შედეგად გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ფილმის სპეციალური ეფექტების ტექნიკოსი.

2011 წელს ბულგარეთში გადასაღებ მოედანზე ძლიერი აფეთქების შედეგად იღუპება კასკადიორი, მძიმე დაზიანებებს იღებს კიდევ ერთი გადაღებებში ჩართული პირი.

2014 წელს "Star Wars: The Force Awakens” გადაღების დროს მძიმე დაზიანებას იღებს მსახიობი ჰარისონ ფორდი. დაზიანება მან ერთ-ერთი სცენის დროს მიიღო, როცა ის ლითონის კარს ფეხს ურტყამდა. მიღებული დაზიანების გამო მას ოპერაცია დასჭირდა. ტრაგიკული იყო

2015 წელს "Resident Evil: The Last Chapter" -ის გადაღებებიც, რა დროსაც მოტოციკლების რბოლის დროს, მძიმედ დაშავდა კასკადიორი ქალი, მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ოპერაციის დროს კი მისი ფეხის ამპუტირების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამავე გადაღებების დროს მამაკაცი დაიღუპა. 2019 წელს დაშავებულმა ოლივია ჯექსონმა ამერიკულ არხ "ეი ბი სის" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და დეტალურად უამბო ინციდენტის შემდეგ მის გარშემო განვითარებული პროცესების შესახებ.

2017 წელს "Deadpool 2"-ის გადაღებების დროს, დაიღუპა კასკადიორი ქალი. გადაღებები მაშინ ვანკუვერის ცენტრში მიმდინარეობდა.შემთხვევის დროს კასკადიორი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მოპირდაპირე შენობის ფანჯარას შეეჯახა. გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი დატრაგიკული ფაქტები, თუმცა რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება. გთავაზობთ ქრონოლოგიას ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების, რომელიც გადასაღებ მოედანზე წლების განმავლობაში ხდებოდა.

2021 წკუს 22 ოქტომბერს ამერიკელი მსახიობის, ალექ ბოლდუინის საბედისწერო გასროლას გადასაღებ მოედანზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში ფილმ "რასტის Rust" ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებ მოედანზე მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG