ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო: მოლდოვაში უარყოფითმა რიტორიკამ და კამპანიის დაფინანსების არაეფექტურმა წესებმა არჩევნები დაჩრდილა


მაია სანდუ
"მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, კოვიდ-19-ით გამოწვეული სირთულეების ფონზე, კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ უარყოფითმა რიტორიკამ და კამპანიის დაფინანსების არაეფექტურმა წესებმა არჩევნები დაჩრდილა," - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დღევანდელ განცხადებაში. “შეუწყნარებელი რიტორიკა თავად იქცა საარჩევნო კამპანიის თემად. მან გააღრმავა საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური ლიდერებისადმი საზოგადოების ნდობა დააზიანა,” ვკითხულობთ განცხადებაში.
ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ რიგებისა და საარჩევნო უბნების გადატვირთულობის მიუხედავად, არჩევნების დღე მოწესრიგებული იყო. ეუთო მედიის როლსაც მიმოიხილავს და ამბობს, რომ მედიის მიკერძოება და პოლარიზაცია ამომრჩევლისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე აისახა.
მაია სანდუმ, მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა, რომელიც ევროკავშირთან მისი ქვეყნის ახლო კავშირებს ემხრობა, მეორე ტურში გაიმარჯვა. მან დაამარცხა პრო-რუსული გეზის მქონე პრეზიდენტი და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქე კანდიდატი იგორ დოდონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG