ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაგნიტსკის საქმის მოსმენა დასრულდა


მაგნიტსკიმ სიცოცხლე ერთ წლიანი პატიმრობისა და სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე დაასრულა

მოსკოვის სასამართლომ დაასრულა გარდაცვლილი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის საქმის მოსმენა და ის გადასახადების თავიდან აცილების მუხლით დამნაშავედ სცნო. მაგნიტსკის ბრალდებამ და ამ საქმეში წარმოებულმა სასამართლო მოსმენების თემამ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაართულა.

„ჰერმიტიჯის კაპიტალ მენეჯმენტის ფონდში“ მუშაობისას სერგეი მაგნიტკსიმ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ბრალად დასდო ყალბ სქემაში მონაწილეობა, რომლის საშუალებით მათ ჰერმიტიჯის ფონდის მიერ რუსეთში გაღებული გადასახადების მითვისება შეძლეს.

რუსეთის ხელისუფლებამ სერგეი მაგნიტსკი გადასახადების თავიდან აცილების ბრალდებით დააკავა. იგი რუსეთის ციხეში, 2009 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგნიტსკიმ სიცოცხლე ერთ წლიანი პატიმრობისა და სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე დაასრულა.

2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭომ დაადგინა, რომ მაგნიტსკის, რომელსაც პანკრეასი აწუხებდა, სიკვდილამდე ადრე უარი ეთქვა მკურნალობაზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგნიტსკის სახელით ცნობილი კანონმდებლობა მიიღო, რის საფუძველზეც ამ საქმეში მონაწილე რუს ოფიციალურ პირებზე სანქციები დაწესდა.
XS
SM
MD
LG