ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაგნიტსკის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა


Editorial – Magnitsky Deserves Justice 0-16082

m.g.

ნოემბერში ერთი წელი შესრულდა რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებიდან, რომელიც წინასწარი პატიმრობის საკანში დაიღუპა სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო.

2008 წელს მაგნიტსკიმ რუსეთის ხელისუფლება თაღლითობაში დაადანაშაულა 230 მილიონი დოლარის მითვისების მიზნით.

ხელისუფლებამ მაგნიტსკი დააპატიმრა და ის და მისი კლიენტი კომპანია „ჰერმიტიჯ ქეპითალი“ გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა.

სერგეი მაგნიტსკის განცხადებით მას აიძულებდნენ აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მაგნიტსკი მოსკოვის ერთი ციხიდან მეორეში გადაიყვანეს, რომელშიც გაცილებით უფრო უარესი პირობები იყო შექმნილი.

პანკრიასის ჯირყვალზე შექმნილი პრობლემების მიუხედავად სერგეი მაგნიტსკის უარი უთხრეს მკურნალობაზე, რის გამოც ის 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.

საპატიმროდან მოწერილ წერილში სერგეი მაგნიტსკი აღნიშნავდა, რომ სამართალი რუსეთის ბანაკებსა და სატუსაღოების გაუსაძლის პირობებში აღარავის ახსოვს და ადამიანი საკუთარი სიმართლის დამტკიცების ნაცვლად მხოლოდ იმაზე ფიქრობს როდის დამთავრდება ეს ფიზიკური და სულიერი ტანჯვა.

მაგნიტსკის გარდაცვალებამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რამაც აიძულა პრეზიდენტი მედვედევი სპეციალური გამოძიება დაენიშნა ამ საქმესთან დაკავშირებით. სულ მალე სასჯელაღსრულების სიტემაში მომუშავე 20 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან, რუსეთის პრეზიდენტმა კი ამ სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შასახებ დაიწყო ლაპარაკი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პი ჯეი კროულის განცხადებით ვაშინგტონი მიესალმება პრეზიდენტ მედვედევის განზრახვას იურიდიული სისტემის რეფორმირების შესახებ, მაგრამ ამავე დროს მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო რომ გამოძიების მიუხედავად არავინ მიუციათ პასუხიგებაში ამ საქმესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი ბრალდებები წამოაყენა ბატონი მაგნიტსკის წინააღმდეგ და ამ საქმეზე მომუშავე პირები დააჯილდოვა კიდეც.

შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ ბენჯამინ კარდინის განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და მტკიცედ მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბატონი კროულის განცხადებით შეერთებული შტატები მოითხოვს რუსეთის ხელისუფლებისგან სერგეი მაგნიტსკის საქმის გამოძიებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ შორის იმ პირთა უფლებების დაცვას, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG